
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად გიორგი ძაგანია – 83 ხმით, გიორგი ჭიქაბერიძე – 83 ხმით, დიმიტრი ჯავახაძე – 83 ხმით და გიორგი ჯავახიშვილი 84 ხმით აირჩია.

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო.

„ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი, რომელიც კლინიკა "ვივამედთან" გამართულ ბრიფინგზე „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ წაიკითხა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მართვის მოწმობებისა და იარაღის ლიცენზიის გაცემისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის და ტოქსიკომანიის მქონე პირების ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს.

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი სამედიცინო კვლევის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.

აშშ-ში, კენტუკისა და ჯორჯიის შტატში შტორმსა და წყალდიდობას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.