საქართველო კანდიდატ ქვეყნად „მხოლოდ სახელით“ განიხილება, ბევრი მიზეზია ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ საქართველოს უარყოფითი ტრაექტორიისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებაზეა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი სოციალურ ქსელში წერს.
იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, ჩვენ უკრაინას უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ბერნარდ გეტამ განაცხადა.
ჩვენი პოზიცია ცხადია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ არა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვისას ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა განაცხადა.
დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება როგორც ტელეკომპანია „იმედში“, ისე POSTV-ში, ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას.
დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ, - ამის შესახებ კომიტეტის დღის წესრიგშია აღნიშნული.
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
“ქართულ ოცნებას“ ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეაქვს.
არ ვარგა სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა - ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს, მან გამოთქვა იმედი, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა, რაც უხარია სააკაშვილს, ის არ უხარია ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდა იყო.
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.