საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე- ლაგოდეხის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრზე, მდინარე ანთოკისხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერს, ხიდი დაზიანებული იყო და სატრანსპორტო მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა.
„მდინარე ანთოკისხევზე არსებული სახიდე გადასასვლელი აგებული იყო გასული საუკუნის 60-იან წლებში.
ხიდი დაზიანებული იყო და სატრანსპორტო მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა.
მის ნაცვლად აშენდა ერთმალიანი ჭრილკოჭოვანი სისტემის ახალი ხიდი, რომლის სიგანე - 14.6 მეტრი, ხოლო მთლიანი სიგრძე 29.2 მეტრია. ხიდს აქვს ორი სანაპირო ბურჯი,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.