მინდა მივმართო მაია სანდუს, მაია, დღეს იმედი მაქვს, შენი გამარჯვების და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება - ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მარშზე სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას მოლდოვის მოქმედ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის კანდიდატს, მაია სანდუს.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და გამარჯვება უსურვა.
„მე მინდა, მივმართო მაია სანდუს. მაია, დღეს იმედი მაქვს, შენი გამარჯვების და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე იქნება. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში!
ასევე, მინდა მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთვის იბრძვის და გამარჯვებული იქნება, ერთად შევალთ ევროპაში!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი ტარდება.