2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა - მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„საქკაბელმა“ საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმში მონაწილეობა მიიღო. კომპანიამ საზოგადოებას საკაბელო და არასაკაბელო კარგად ნაცნობ პროდუქტებთან ერთად ახალი კაბელებიც გააცნო.
ეს ევროკავშირის გადაწყვეტილებაა, მაგრამ მათაც და ჩვენც ნათლად ვთქვით, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ორბელიანების სასახლეში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ქართველ მსახიობს, ქეთევან კიკნაძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
„ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა და აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ მონაწილეობა მიიღეს „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ეხებოდა.
5 ივლისს თიბისის ორგანიზებით, გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი.
ვაშინგტონში დღეს ნატო-ს სამდღიანი სამიტი იწყება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სამიტზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნატო-ს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა იქნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე „ქართული კუთხეების ფესტივალი 2024-ის” გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.