პირს ოლიგარქად მთავრობის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო ცნობს. მსგავსი შესწორება შევიდა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით მსჯელობენ.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინათ რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა.
12-დან 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე, მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რამდენი იქნება სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი სხვადასხვა კატეგორიის პაციენტისთვის.
პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდება,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს გამოწვევების შესახებ, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს.