საქართველო დატყვევებულია ოლიგარქიული, კრემლის მომხრე ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ დათრგუნონ ქართველი ხალხის ნება და გადაუხვიონ ევროპულ გზას, - ამის შესახებ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ქართველი ხალხის კონსტიტუციური ნების ამგვარმა ღალატმა შექმნა ეს ღრმა პოლიტიკური კრიზისი“, - წერს კუბილიუსი.