სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს - ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყნეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები გაახლა. ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეორე ეტაპს კომპანია ხვალ, 31 ივლისს, ჩაატარებს.
სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არათუ ნაწილია, ის არის ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ჩვეულებრივი თოჯინა, პატარა, მარტივი მარიონეტია, მეტი როლი მას არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 243 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 15.4 ათასს შეადგენდა, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რა კვლევებზე მესაუბრებით, [გიორგი] თარგამაძემ [დავით] კეზერაშვილთან ერთად რაღაცა მოხაზა და მაგაზე მაკეთებინებთ კომენტარს? - მოგიგიათ არჩევნები და ეგ არის! - ასე უპასუხა თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, Edison Research-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით.
ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნად ახალციხეში ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანიც ჰეპატიტებსა და მათ გამომწვევ დაავადებებზე ცნობიერების ამაღლება იყო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან ერთოდა ძლიერი წვიმა, დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორილია ოცდაათამდე სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი.
ფოთში, დიალიზის ახალი კაბინეტი გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა, რომელმაც ცენტრი დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შეხვდა.