ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას - დაინგრნენ თუ დამცირდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
პარლამენტთან, სადაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
დღეს, 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.
დღეს, 25 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე წუხელ შეიკრიბნენ, ღამე პარლამენტთან გაათენეს.
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ.
24 ნოემბერს, 21:00 საათზე ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბება, საიდანაც საქართველოს პარლამენტისკენ ფეხით მსვლელობას გამართავს, - აღნიშნული განცხადება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გმირთა მოედანზე გააკეთა.
თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ144-კმ151 (ყორუდაში-ლასდილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გმირთა მოედანზე, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ, მოძრაობა გადაიკეტა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.