რამდენიმე თვე იქნება რთული, კიდევ უფრო რთული, ვიდრე იყო წინა პერიოდები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიღაც-ვიღაცები ჩქარობენ, ჩქარობენ ვიდრე შედგება ამერიკის შეერთებული შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია, ჩქარობენ ვიდრე დასრულდება ომი უკრაინაში, ამას დასჭირდება რამდენიმე თვე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გუშინდელ ძალადობრივ მიტინგს არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკურ პროტესტთან. მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს „მაკკეინის ინსტიტუტის" ცნობილ ანგარიშში იყო დაანონსებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს.
დასავლეთმა უნდა იმოქმედოს - ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.
ამ დროისთვის 90-მდე პირის დაკავების შესახებ შემოვიდა ინფორმაცია - ამ დრომდე ადვოკატები ცდილობენ დაკავებულების ადგილსამყოფლის დადგენას და მათ მონახულებას,- ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებიც ემიჯნებიან.
შემაშფოთებელ ცნობებს ვიღებ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობის შესახებ, მოვუწოდებ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებას, - ამის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი გაერთიანების უფლებისა და შეკრების თავისუფლების საკითხებში, ჯინა რომერო სოციალურ ქსელში წერს.