ევროპარლამენტს მიაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და ერთი წლის განმავლობაში მათი ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის, - ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის, კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს. ამასთან ამბობს, რომ ევროკავშირში დღეს გაწევრიანებას მოჰყვება რეგულაციები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.
აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით სერიოზული სირთულეები გვქონდა, თუმცა ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა გახდება შესაძლებელი! - ეს განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამის შესაძლებლობას აშშ-ში მომხდარი ცვლილებები მისცემს.
“ჩვენ ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს - ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კობახიძემ.
მან 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ერთ-ერთ უმთავრესს პრიორიტეტად დაასახელა.
“ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახები მიღწევა სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჰქონდა - ეს იყოს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, უვიზო რეჟიმის და კანდიდატის სტატუსის მიღება. ქვეყანამ ოთხივე ხელშესახები შედეგი ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიიღო. მანამდე ევროინტეგრაციის გზაზე ნულოვანი პროგრესი იყო!
ჩვენი ამოცანა და უმთავრესი პრიორიტეტია, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ! კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ პირობა იმისა, რომ საქართველო 2030 წლისთვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს - ყველაზე მეტად მზად, როგორც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ისე დემოკრატიული სისტემის განვითარების თვალსაზრისი. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა მშვიდობის შენარჩუნება. აქაც შეგვიძლია მყარი პირობა დავდოთ, რომ ყველაფერი გაკეთდება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის ტრიბუნიდან ნატოსთან ურთიერთობებზეც ისაუბრა.
“ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ურთიერთობების გადატვირთვაზე - აქაც გვაქვს ძალიან ოპტიმისტური მოლოდინები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს.
გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
პოლიტიკური ჯგუფების მიერ მომზადებული რეზოლუციის საბოლოო ტექსტი უკვე მზად არის და მას კენჭს ევროპარლამენტში დღეს, 28 ნოემბერს უყრიან.