საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
18:00 საათზე აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბენენ და პარლამენტის შენობამდე მსვლელობას გამართავენ.
GIPA-ს უნივერსიტეტი დროებით სასწავლო პროცესს აჩერებს. როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, GIPA მხარს უჭერს ქართველი ერის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების ერთგული ვრჩებით - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 40-ზე მეტი მოქმედი თანამშრომელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთგული რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.
უკრაინის საგარეო უწყება თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის წინააღმდეგ ძალიან გამოყენებას გმობს.
ქართველო ხალხო, თუ დღეს დაიცავ თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, გადაარჩენ შენს ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველები ევროპელები არიან, საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს, - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ერთგული ვრჩები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის, მას ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს.
კატეგორიულად არ ვეთანხმებით “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს! - აღნიშნულ განცხადებას ბიზნეს ასოციაციები ავრცელებს.
სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი - თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.