ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მინისტრობის კანდიდატმა სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მათ შორის, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების რეფორმა და მისი შედეგები შეაჯამა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გაგრძელდება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის დეტალებსა და უზარმაზარ წარმატებაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ, – ამის შესახებ არლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მოგეხსენებათ, რომ დიალიზის სერვისი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით, გავზარდოთ აღნიშნული პროგრამის რეგიონული მოცვა. იმავდროულად, მნიშვნელოვანია მომსახურების ანაზღაურების გაუმჯობესება და უკეთესი ხარისხის შესაძლებლობა, – განაცხადა სარჯველაძემ პარლამენტში მიმდინარე გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
ვგეგმავთ, რომ ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური ბაზა შეიქმნას, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ჰოსპიტალური მომსახურების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, დაიხვეწება და განვითარდება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების სისტემა, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება პირველადი ჯანმრთელობის დაცვის (პჯდ) სერვისების გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. ეს უმნიშვნელოვანესი რგოლია, მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფისთვის, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი, თანამედროვე კლინიკა.
დღეის მდგომარეობით, ქვეყნის 100-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს 3 მილიარდამდე ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელების შემდგომ დამატებით 300 ათასზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება და ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით“,- ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების კუთხით, მაღალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე სერვისებზე ორიენტირებული მომსახურების დანერგვას განაგრძობს.