კატეგორიულად არ ვეთანხმებით “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს! - აღნიშნულ განცხადებას ბიზნეს ასოციაციები ავრცელებს.
სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი - თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ, რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს - მინდა, ყველას შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ექიმის განცხადებით, "ფორმულას" ჟურნალისტს, გურამ როგავას, რომელზეც სპეცრაზმელმა გამიზნულად იძალადა, სახის ძვლებისა და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა აქვს.
სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბულგარეთში საქართველოს ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი, პროტესტი ნიშნად გადადგა. ბერძენიშვილი ამის შესახებ X-ის გვერდზე წერს და სოლიდარობას უცხადებს მშვიდობიანი აქციის დროს დარბეულ მოქალაქეებს.
საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟუნალისტებს განუცხადა.
ვფიქრობ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.