შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს.
მინდა მივმართო სამართალდამცავებს - არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.
9 აპრილის ქუჩაზე მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს.
პარლამენტის უკან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგად მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით დაიწყეს პლასტმასის ბოთლების სროლა, რაც პოლიციამ უკან დაუბრუნა სროლით.
თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზებაა.
ქართველ ხალხს მშვიდობიან დემონსტრაციაზე მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდა, ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გახდომაზე. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მოქალაქეები, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
გადამგდები ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ეროვნულის გარუსების კამპანია, ამ ქვეყანაში აგენტურის დასმის მცდელობა ჰქვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.