საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ემიჯნებიან, 186-მდე გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, ძალადობრივი გახდა.
დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა - შექნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
შედგა ეროვნული თანხმობა ყველგან, სადაც შეიძლებოდა და ყოველ წუთს ჩანს, რომ ეს ეროვნული თანხმობა უფრო და უფრო ძლიერდება - აქაც, პრეზიდენტთანაც, რომელიც დღეს არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რაც ქვეყანაში დარჩა, შედგა ეროვნული თანხმობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პირველმა არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის მონაწილე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის გადაწყვეტილება მიიღო.
რევოლუციამდე ესკალაციაზე არაფერი მიუთითებს, დემონსტრანტები ძალიან მშვიდობიანები არიან, ისინი მოითხოვენ ევროპულ გზაზე დაბრუნებას და ახალ არჩევნებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ 29-30 ნოემბრის აქციაზე, გვიან ღამით, განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მიაჩნია, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ნორმად აქცია მრავალათასიანი მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით არაპროპორციული ძალის გამოყენება, თავდასხმისა და განსაკუთრებული სისასტიკით დაკავების ფაქტები.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, 40 ადამიანი გადაიყვანეს.
“საქართველოს პირველ არხთან” მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ.