ძალიან საინტერესო დეტალია, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როდესაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ მათთვის მხოლოდ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების პირობებში აქვს საქართველოს ფასი, ეს ქართული საზოგადოებისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 44 ადამიანი, საიდანაც 27 აქციის მონაწილეა, 1 მედიასაშუალების და 16 შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
ჩვენ არ ვითხოვთ რევოლუციას, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, მაგრამ ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხალხის ნება კვლავ არასწორად არ იქნება წარმოდგენილი და მოპარული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვართ ღრმა კრიზისში ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რათა უზრუნველვყო სტაბილურობა
ვრჩები პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა. ყველაფერი იშლება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება.
რუსთაველის გამზირზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, რის გამოც დემონსტრანტების ნაწილს პირველადი დახმარება სჭირდებათ. მომიტინგეების ნაწილს სუნთქვის პრობლემები აქვს.