ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან თვისობრივად გადაიტვირთება - საქმე, შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოში „ნაცმაიდანი“ არასდროს შემდგარა და არც არასდროს შედგება - ვხედავთ, რომ იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა და უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველო აპროტესტებს: ქართველების კიდევ ერთი ძლიერი ღამე, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი კონსტიტუციის და ევროპული არჩევანის დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ბოლო რამდენიმე დღეში, საპროტესტო აქციებიდან შსს-მ ჯამში 224 პირი დააკავა - ყველა მათგანს წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
საპოლიციო ძალების მხრიდან ძალის გადამეტებისა და მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი მოპყრობის შესახებ საია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შსს ჩადის დანაშაულს.
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს.
თბილისში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 14 სამართალდამცველი დაშავდა.
მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ევროპარლამენტარები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელი წერილით მიმართავენ და ქვეყნის ხელისუფლების მისამართით ევროკავშირისგან სანქციების დაწესებას ითხოვენ.