თბილისში, საბურთალოზე არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
მოძრაობა დროებით აკრძალულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ორ მონაკვეთზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების და ჰიდროლოგების ჯგუფი დილიდან გურიაში იმყოფება და განვითარებულ პროცესებს ადგილზე აფასებს.
მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად მიიღეს სტატუსი ისე, რომ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია, ჩვენ არ მივიღეთ, კითხვა ლოგიკური და სამართლიანია, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩვენ არასდროს მოგვითხოვია იმაზე მეტი, ვიდრე ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი და პოლარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის.
გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი ცხედარი იპოვეს, დაკარგული ორი პირის მიმართ კი, საძიებო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გურიასა და აჭარაში სტიქიის შედეგად მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესული გურიის და აჭარის რეგიონებიდან.
სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ღონისძიებებს ატარებენ.
ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონში პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში წყალმა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა.