"ჩემთვის, პატივსაცემია თითოეული თანამშრომელი, რომელიც აკეთებს კრიტიკულ განცხადებას. ასევე, პატივსაცემია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც არ აკეთებენ ესეთ განცხადებას" ,-აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.
"ჩემთვის, პატივსაცემია თითოეული თანამშრომელი, რომელიც აკეთებს კრიტიკულ განცხადებას. ასევე, პატივსაცემია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც არ აკეთებენ ესეთ განცხადებას" ,-აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის.
რაც საქართველოში ხდება, მისი საშინაო საქმეა და რუსეთი არ აპირებს ამ პროცესებში ჩარევას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, გაათავისუფლეს.
საქართველოში არის მორიგი „ფერადი“ („ვარდების“, „ნარინჯისფერი“ და ა.შ.) რევოლუციის მცდელობა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „მავნებლურსა და დივერსანტულს“ უწოდებს საჯარო მოხელეების მიმართ მოწოდებებს, რომ მუშაობა შეწყვიტონ და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მერკანტილურ ინტერესებს ემსახურება.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს.
მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძე - დიდი პრობლემაა, როცა წაკითხულის გააზრება უჭირთ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს
ამ პროცესში რაც არის კარგი ისაა, რომ სისტემა იწმინდება. ასევე, აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.