
გარდაიცვალა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი, ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
გიორგი ლაფერაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.
საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს გიორგი ლაფერაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.