„საქკაბელის“ მიერ წარმოებულ სოლარ კაბელს „ტუვ ნორდის“ უსაფრთხოებისა და ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ ნოემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, – ამის შესახებ ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 47-ე პლენარულ სესიაზე მიიღეს.
თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. სამედიცინო ცენტრი დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N70 -ში განთავსდა.
მრავალფუნქციური ცენტრი, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რომელი გზით სურთ სვლა.
2024 წელს ბიზნეს კლიმატი განსაკუთრებით არასტაბილური იყო, რაზეც პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მნიშვნელოვნად იმოქმედა. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მაკრო მიმოხილვაშია აღნიშნული.
ქვეყანას აბსოლუტურად ჯანსაღი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი აქვს, ეს შეეხება ქვეყნის საგარეო ვალს, ბიუჯეტის დეფიციტს, ინფლაციას, ეკონომიკურ ზრდას და სხვა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.