სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ემილია-რომანიას რეგიონში, რამდენიმე დღეა, წყალდიდობას ებრძვიან. სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
თოვლისა და ლიპყინულის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ72 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიაში, „მაკდონალდსს“ ეწვია, ე.წ. „დრაივზე“ მომხმარებელს მომსახურება გაუწია და „ფრის“ მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.
უხვი ნალექის შედეგად დატბორილია გზები, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ეზოები და მისასვლელი ადგილები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.
"აქ არიან ადამიანები, ვინც ღირსეულად, მშვიდობიანად და ქართულად შედიან ევროპაში," - ასე მიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლებაზე მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც მარშს „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მართავენ.
მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ! - ამის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა.