საქართველო 2025 წელს ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყანა იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონიმიკის სამინისტრო ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი სკამს ჩაებღაუჭება, მერე დაცვის თანამშრომელი უნდა მივიდეს, სკამიდან თითები ააგლიჯოს და უთხრას, „გამობრძანდით ქალბატონო, რას კადრულობთო?“ - რთული წარმოსადგენია, მაგრამ შეიძლება ეს სიგიჟეც გააკეთოს, ისეთ აგონიაშია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვით, კომიტეტის სრული შემადგენლობა არანაკლებ ცხრა დეპუტატით განისაზღვრება.
ბათუმი - სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქვის ლოდები ჩამოცვივდა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე შაბათს, 14 დეკემბერს აინთება.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის შემდგარმა სატელეფონო საუბარმა ოპოზიცია მთლიანად ჩამოშალა.
ვნახეთ, როგორ უშენდნენ ცეცხლს საქართველოს პარლამენტის შენობას - მე მახსენდება ბავშვობის წლები, საშინელი პერიოდი, როცა პარლამენტს უშენდნენ ქვემეხებს და ავტომატით ესროდნენ, დღეს იგივეა ფაქტობრივად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-თან განაცხადა.
ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებაზე ჯარიმების ამოქმედება შესაძლოა, გადავადდეს. აღნიშნულს გულისხმობს „ტურიზმის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც მე-11 მოწვევის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
საქართველოს პარლამენტი დაზიანებული მინების შეცვლაში 45 812 ლარს გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტი გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.
საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში მყოფ ევროპარლამენტარებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.