2024 წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოში 4949 კონცენტრაცია დარეგისტრირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ბუნდოვანი გეგმა უკრაინაში ომის შემდეგ საფრთხის პირობებში შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად მეტი ახალგაზრდა მოხალისის მობილიზების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Le Monde-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 21 იანვარს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ ულოცავს გაპრეზიდენტებას. სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მისთვის ტრამპის ინაუგურაციაზე ქართველი ხალხის წარდგენა პატივი იყო.
დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
ახლა ამერიკის ოქროს ხანა იწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვაშინგტონში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს.
"მადლობელი ვარ იმ დიდი შესაძლებლობისთვის, რომ წარმოვადგინო საქართველო და მისი მამაცი ხალხი პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
ბათუმში, 2024 წელს 15,034 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
სევდიანი დილაა მოსკოვის, თეირანის, პეკინის, ფხენიანის, კარაკასისა და თბილისის დიქტატორებისთვის, დონალდ ტრამპი დაბრუნდა, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.