2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტში ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა შეთანხმება „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ”.
უეფას გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები უეფას ეგიდით დაგეგმილ ერთ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.
რუსთაველის გამზირზე ოკუპაციას როდიონოვი ცდილობდა და ახლა ბურჭულაძე-როდიონოვები ცდილობენ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ფიშერი - გერმანიისა და ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია, საქართველოს მეგობრები ვართ
უკვე თვეებია ქართველები რუსთაველზე აპროტესტებენ, მათი საბჭოთა კავშირთან შედარება არასწორია. ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ჩვენ ერთპარტიული სისტემის დაბადების მომსწრენი ვართ, ამ ყველაფრის უკან ერთი კაცი დგას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
36 წლის წინ, მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა „კაგებე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგო.
დღეს, რუსთაველზე, როდიონოვის ნიჩბიანი ჯარისკაცები უცხო დროშების მოფრიალე სამშობლოდაკარგულმა ადამიანებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც იმავე დაუნდობლობით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის დაჩეხვას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.
მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა! - სირცხვილი თქვენ - საქართველოს ე.წ. მთავრობავ! – „რუსები“ იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა “უცხო ძალა” და ამის თქმასაც ვერ ბედავთ! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილ სოციალურ ქსელში წერს.