
დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე 28-30 ნოემბერს გამართულ აქციებს „გარე ძალებიდან მართულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო თავისი ინსტიტუციებით ძალიან ძლიერია და არავის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოში „ნაცმაიდანი“ მოაწყოს.

მინდა, მოვუწოდო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რომ ეფექტურად გამოიძიოს ასეთი საქმეები - ეს პროცესი სადღაც თუ არ შეჩერდა, ჩვენ შემდგომ აქციებზე კიდევ უფრო მეტ ძალადობას მივიღებთ და ბოლოს შეიძლება, ვიღაც შემოაკვდეთ ასეთ პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

რამდენიმე თვე იქნება რთული, კიდევ უფრო რთული, ვიდრე იყო წინა პერიოდები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიღაც-ვიღაცები ჩქარობენ, ჩქარობენ ვიდრე შედგება ამერიკის შეერთებული შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაცია, ჩქარობენ ვიდრე დასრულდება ომი უკრაინაში, ამას დასჭირდება რამდენიმე თვე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით, რომელიც თანმიმდევრულად მიუყვება ევროინტეგრაციის გზას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გუშინდელ ძალადობრივ მიტინგს არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკურ პროტესტთან. მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს „მაკკეინის ინსტიტუტის" ცნობილ ანგარიშში იყო დაანონსებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან - ქართველებო, თქვენს გვერდით ვარ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ წერს.

მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია - წერს ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში.