ვიცე - პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმში.
2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს.
2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან $4.42 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით მეტია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებს და იმიგრაციაზე შეზღუდვებს დააწესებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ინაუგურაციის დღეს დაგეგმილია მუსიკალური ღონისძიებები, აღლუმი და ინაუგურაციის ოფიციალური ნაწილი. ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ფიცს კაპიტოლიუმის როტონდაში დადებენ.
მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სოციალურმა პლატფორმა TikTok-მა შეერთებულ შტატებში მომსახურების აღდგენა დაიწყო მას შემდეგ, რაც არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოსცემდა ბრძანებას, რომელიც აპლიკაციის აკრძალვის შესახებ კანონის აღსრულებას გადაავადებდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
“ციფრული ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება“ - აზიის განვითარების ბანკის, (ADB) კორეის მთავრობის მხარდაჭერითა და ფონდ „კურაციოს“ ორგანიზებით, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეერთებულ შტატებში სოციალური პლატფორმა TikTok-ი აკრძალვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა.
მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.