
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ერთ-ერთი მონაწილეს დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია მიმდინარეობს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, არაადამიანურმა ძალადობამ, რასაც პროცესები შეუქცევადი, უარესი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს, აიძულა კიდევ ერთხელ გაიმეოროს მისი პოზიცია.

ფოთში აქციის მონაწილეებმა პორტამდე მისასვლელი, ერთ - ერთი გზა - გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მონაკვეთი გახსნეს. ამ წუთებში დემონსტრანტები შეძახილებით- "გამოდით, შემოგვიერთდით" ფეხით მსვლელობას მართავენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას, - ამის შესახებ საგარეო უწყების გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სილქნეტი და სილქ როუდ ჯგუფის კომპანიები ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას გამოხატავენ.

კომპანია "მაგთიკომი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და პროდასავლურ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხზე ძალადობას გმობს.

ორბი ჯგუფი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ მომავალს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში საზოგადოება აკვირდება, რომ რუსთაველის გამზირზე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შეკრებისთანავე იწყებს ვანდალიზმს, ქონების დაზიანებას და პოლიციელებზე ფიზიკურ ძალადობას, ქვების და ასაფეთქებლების დამიზნებით სროლით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.