თეთრი სახლის განცხადებით, კოლუმბია დათანხმდა იმ ემიგრანტების შეუზღუდავ მიღებას, რომლებიც კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად შევიდნენ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შვედეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, რომელიც ეჭვმიტანილია ბალტიის ზღვის ქვეშ შვედეთსა და ლატვიას შირის გამავალი მიმავალი მონაცემთა კაბელის დაზიანებაში, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰიანს შეხვდა.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლის თანახმად, ამომრჩეველთა 87.6 პროცენტმა მხარი მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაუჭირა.
აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა მსოფლიოში წამყვან დეველოპერულ ჯგუფთან, - ამის შესახებ საქართველოს ლევან დავითაშვილმა აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, აღიარებს თუ არა ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.