გვსურს, გამოვეხმაუროთ მიზანმიმართულ სპეკულაციებს იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი მაჩვენებლების შესახებ, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
2025 წლის პირველ კვარტალში 41 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, დარღვევა 3 კომპანიის 5 ნიმუშში აღმოჩნდა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუეში გვიან ღამით, მათსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.
საქართველოს მთავრობამ ქუთაისის აეროპორტის გაფართოების მოდელი წარადგინა, რომელიც პროექტის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ ნაწილია.
ჩინეთის უდიდეს ქალაქ შანხაიში პირველი ბანკომატი დამონტაჟდა, რომელიც ოქროს გადასამუშავებლად იღებს. ოქროს პირველი ბანკომატი ძვირფას მეტალზე ფასის ზრდის ფონზე გაიხსნა.
Aqualia ჯივიპიში აქტიურად აგრძელებს სისტემურ განახლებებს როგორც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით, რისთვისაც კომპანია 2025 წლის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 5.5-პროცენტიანი მატება.