
ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

აქთაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეს ზეიმობს.

ბაქოდან გროზნოში მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ჩამოვარდა. ინფორმაციას უცხოური მედიები ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. ინფორმაციას ყაზახური Tengrinews ადასტურებს.

ჩემი და ჩემი ხალხის სახელით გულწრფელად ვულოცავ თქვენს აღმატებულებას საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, - ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისალოც წერილში.

მოცვის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში ხორციელდება. 2024 წელს აღნიშნული ქვეყნის წილი 86%-ის ფარგლებშია, თუმცა, ბოლო წლებში მზარდია ევროპაში ექსპორტირებული მოცვის რაოდენობაც, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ მოცვის ბაზრის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

წელს 11 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 14.9 მლნ აშშ დოლარის 25,140 ტონა მანდარინი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თანხაში 47.2%-ით, რაოდენობაში კი, 84.7%-ით აღემატება.

გადაწყვეტილების მისაღებად, 18:00 საათზე საინიციატივო გუნდი "რედისონ ბლუ ივერიაში" იკრიბება.