გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზურაბიშვილმა მედიასთან, ასევე, ისაუბრა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებზეც “ქართული ოცნება” ბოლო პერიოდში მუშაობს.
რუსეთმა და უკრაინამ არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 372 სამხედრო გაცვალეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის შესყიდვა „ტელეიმედის“ ჯგუფისთვის სურს, ირაკლი რუხაძე ადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციების მიერ “უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების აკრძალვას პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორს, იუჯინ ჟუკოვს შეხვდა.
მაკროეკონომიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ძალიან ძლიერი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებაში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 567.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.6 პროცენტით მეტია.