აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინამ თავად გამოიწვია რუსეთის მხრიდან დარტყმების პროვოცირება სპეციალური ოპერაცია „ობობას ქსელის“ განხორციელებით.
2025 წლის 5 თვეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 1 940 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
აპრილში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 6.1%-ით, 295.5 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში ჯილეხი (ციმბირული წყლული) დადასტურდა.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, 6 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-17 საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2025“ გაიხსნა.
საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერმა კომპანია „საქკაბელმა“ BDO Digital-თან პარტნიორობით საწარმოო რესურსების მართვისა და დაგეგმვის (ERP) სისტემა დანერგა.
2025 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 5.1 პროცენტით.
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონფლიქტის შემდეგ ერთ დღეში 34 მლრდ დოლარი დაკარგა. კერძოდ, 5 ივნისს, NASDAQ-ის ბირჟაზე ვაჭრობისას Tesla-ს აქციები 14.26%-ით დაეცა და აქციაზე 284.7 დოლარი შეადგინა.
სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
ჭავჭავაძის გამზირის წყალმომარაგების სისტემა სრულად ახლდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.