მეღვინეობა „თელიანი ველი“ გერმანიაში გამართული საერთაშორისო კონკურსის „მუნდუს ვინის“ რჩეულია. 2025 წლის კონკურსზე გლეხური „საფერავი ქვევრი“ 2022 საუკეთესო ქართულ წითელ ღვინოდ დასახელდა და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს Best of Show Georgia red-ის მფლობელი გახდა.
დიზაინერი დემნა გვასალია Gucci-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინსტაგრამზე" დიზაინერის ოფიციალური გვერდი "demnagram"-ი ავრცელებს.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება „ძალიან პერსპექტიულია“, მაგრამ „არ იყო სრული“.
“დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრები კანადაში შეხვედრას მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოთხოვნების სია წარუდგინა, - ამის შესახებ Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი იქნება.
კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2025 წლის თებერვალში საქართველოს იმპორტი 1.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წლიურად 7%-ით არის შემცირებული.
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2025 წლის თებერვალში საქართველოს ექსპორტი წლიურად 7%-ით შემცირდა და 431.5 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშს აქვეყნებს.