საქართველოში დაფუძნებულმა კვების სწრაფად მზარდი ინოვაციურმა სტარტაპმა G SNAIL-მ თბილისში, კერძოდ, ვაკეში პირველი G SNAIL Experience Center გახსნა.
2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. 2026-28 წლებში დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე, ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე.
157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
გასული წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა საშუალო ხელფასი. თუ 2024 წელს საშუალო ხელფასი იყო 1971 ლარი, 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
შეიძლება გაგაკრიტიკონ ბევრი რამისთვის, როდესაც ფეხბურთს თამაშობ, “პასებში ჰქონდა ხარვეზები” და ა.შ. თუმცა ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7:1, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული, - ამის შესახებ კობახიძემ განაცხადა.
მერაბ ტურავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი ბრძანება პრემიერის ხელმოწერით 25 ივნისს გამოქვეყნდა.
დღეს, პარლამენტში ირაკლი კობახიძე წლიური ანგარიშით წარდგება. საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა.