საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მზარდ ბიზნეს გაერთიანებას კიდევ ერთი გამორჩეული კომპანია „ორკინი საქართველო“ შეუერთდა, რომელიც ამერიკული მულტინაციონალური ბრენდის, ORKIN-ის დამოუკიდებელი, ლიცენზირებული ფრენჩაიზია.
ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” კიდევ 164 ერთეულ ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს.
ავიაკომპანია Flyone-მა მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
რა გადაწყვეტილებასაც ექიმები მიიღებენ, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური - ამის ზედმეტი პოლიტიზება არავის არაფერს მოუტანს, არც არასდროს მოუტანია, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
ისრაელელმა სამხედროებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე სოფელში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ნორვეგიის უმსხვილესმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით ოპერირება დაიწყო.
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ისტორიაში პირველი პირდაპირი რეგულარული ფრენა განხორციელდა.
ირანმა დრონებით დარტყმები ბაჰრეინის ტერიტორიაზე განახორციელა, - ინფორმაციას ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.