საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის 100%-იანი წილის მფლობელი, პორტში შექმნილი ტერმინალები კი იჯარით გადაეცემათ საერთაშორისო პარტნიორებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, თურქეთის რესპუბლიკასთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა წარმატებით აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს, ნატო-ს ყოველწლიურ სამიტზე თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდება, - ინფორმაციას The Hill-ი თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა. შესაბამის კადრებს ირანული მედია ავრცელებს. ყაველაშვილს თეირანის აეროპორტში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით, ბელუჯისტანის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსის ღრმა ხევში ჩავარდნის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა,- ინფორმაციას Deutsche Welle ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” განცხადებით, ირანის მტრების ნებისმიერ ახალ თავდასხმაზე რეაგირება ისეთი მკაცრი იქნება, როგორც არასდროს.
ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზში მიმდინარეობს, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები 2.1 პროცენტით გაიზარდა.