janmedi
ავერსი ნემო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სახმელეთო ჯარებისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე სტრუქტურის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

სანქციები დაწესდა ირანის, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან დაკავშირებით ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის საფუძველზე. „2026 წლის 24 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ირანის, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან დაკავშირებით ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიების გაუვრცელებლობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, უცხოური პირები და ორგანიზაციები სანქცირებულთა სიაში შეიყვანა“, - აღნიშნულია აშშ-ის ფედერალური რეესტრის დოკუმენტში.

სიაში შედიან: 1061-ე ლოგისტიკის ცენტრი; სახმელეთო ჯარები; რაკეტებისა და არტილერიის მთავარი დირექტორატი; რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოწინავე სამსახურთაშორისო კვლევებისა და სპეციალური პროექტების დირექტორატი. შეზღუდვები ასევე დაეკისრათ შპს Gideon Alpha-ს, International Invest Company-ს და რუსეთის ხუთ მოქალაქეს : ალექსანდრე პრიხოდკოს, ანდრეი გუსევს, ანდრეი კოსოლაფოვს, ვლადისლავ მოროზიკს და სერგეი ციბარევს.

სანქციები აშშ-ის ყველა ფედერალურ უწყებას უკრძალავს შეიძინოს ნებისმიერი საქონელი, ტექნოლოგიები ან მომსახურება ჩამოთვლილი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისგან. აშშ-ის უწყებებს ასევე ეკრძალებათ მათთვის რაიმე სახის მხარდაჭერის გაწევა, სამხედრო პროდუქციის მიწოდება ან ლიცენზიების გაცემა. ზომები ძალაში ორი წლის განმავლობაში დარჩება.

13