
დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ჩემთვის საქართველოს თითოეული მოქალაქე ძვირფასია, მათი შეხედულებებისა თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, - საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

რეალობა არის ერთი, 1 120 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭირა მმართველ ძალას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს ჩვენი ქვეყანა დგას გარედან თავს მოხვეული, საზოგადოების ხელოვნური პოლარიზაციის წინაშე - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის ცერემონიაზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიმართა.

მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქვეყანა შეიყვანეს ტოტალურ კრიზისში... დე ფაქტო პრემიერმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქართულ ისტორიაში მე მგონი, არავის მიუღია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის ცერემონიაზე პარლამენტში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

დღეს ისტორიული დღეა. საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ამ ისტორიული დარბაზის კედლებში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.

არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი მარგველაშვილსაც ისეთი რამ დაავალონ, რომ ისიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში გახდეს მისაცემი და დასაკავებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.