
დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია - არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

საქართველოს ხელისუფლებას სურს ჰქონდეს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 167 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილმა გადაარჩინა საქართველოს ღირსება! არავინ არ უნდა აღიაროს საქართველოს ე.წ. ახალი „პრეზიდენტი“, ან მოახდინოს მისი ლეგიტიმაცია მიწვევით ან ვიზიტებით, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ხარვეზიანი არჩევნების შემდეგ რეჟიმმა დააყენა თავისი მარიონეტული პრეზიდენტი.

მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა - ლიეტუვის პრეზიდენტი
კიდევ ერთი დღე "ტრადიციულ" ევროპულ დემოკრატიაში, სადაც "ოცნების პარტიას" სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ახლაც ვაკეთებთ კვლევას და მთლიანად საქართველოში ტურისტული აქტივობა არ შენელებულა, მათ შორის, საკმაოდ მაღალია ბათუმში, თუ გასული წლის შესაბამის თვეებთან შევადარებთ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.