
თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა.

27 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, "ბაზარი ორბელიანის" სივრცე მცირე მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის გამოსაფენად დაეთმობა.

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზე დარეგისტრირებული ბიზნესების მხარდაჭერას, მეორე მხრივ კი - მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის მიღებას ისახავს მიზნად.

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" გაიმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგებიან.

ზელენსკი - მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის
მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზეა მიწვეული. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა x -ზე დაწერა.

არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა" და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.