სურსათის ეროვნული სააგენტო „ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) ინსპექტირების შედეგების შესახებ დამატებით განმარტავს, რომ იმპორტირებული რძის 5 ნიმუშში (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.
ესპანეთის სამეფოში, სლოვენიის რესპუბლიკასა და ვატიკანში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.
ხვალიდან UNWTO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ალექსანდრე ჭკუასელი ინიშნება.
„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის გადანაწილებაზე ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან და საბოლოოდ ყველაფრის გადახდა ჩვეულებრივ მომხმარებელს მოუწევს.
საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. დიფ სთეითზე საუბარი დაიწყო მაშინ, როდესაც ამას ვერავინ ბედავდა და გულწრფელად მქონდა მოლოდინი, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას მადლობას გადაუხდიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიტიკურ წერილზე საუბრისას განაცხადა.
მუნიციპალიტეტის მერია დედაქალაქში არსებული მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ტენდერებს გამოაცხადებს.