თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
დაგეგმილი რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დღეიდან, 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი 11-12 ივლისს, სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში იმყოფება.
„მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტომ 8 ივლისს განაცხადები მიიღო.
საქსტატის აკვაკულტურის სექტორული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს საქართველოში ფერმის კართან 1 კგ თევზის ფასი საშუალოდ ₾12.75 იყო და სახეობების მიხედვით განსხვავდებოდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების (N1016) საფუძველზე, კახეთის რეგიონში ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან (კოღო) ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 6 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანაში 18 გამოფენა/ფესტივალსა და 137 დეგუსტაცია-სემინარზე.
დღეიდან ლიბერთი ბანკმა, BS/2 Georgia-სთან პარტნიორობით, თავისი ბიზნეს მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი პროდუქტი - ფისკალური Android POS ტერმინალი წარადგინა, რომელიც საბარათე გადახდებისა და სალარო ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას ერთ მოწყობილობაში აერთიანებს.